-
2014-01-17 14:05
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქში" შსს-ს მიერ გაუსაჯაროებელ კრიმინალურ ფაქტებს აქვეყნებს.
როგორც დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით ირკვევა, მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში ავტომანქანების ქურდობის 5 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებიც შსს-ს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში ამ დრომდე არ მოხვედრილა.
ირმა ნადირაშვილი დაზარალებულთა ვინაობას, მოპარული ავტომანქანების მარკას, სახელმწიფო ნომერსა და ქურდობის თარიღსაც ასახელებს და შს მინისტრს მიმართავს:
მარტო სამ კვირაში მანქანების გატაცების 5 ფაქტია აღრიცხული. თუ ამ ინფორმაციას არასდროს გაასაჯაროებთ, ცხადია, თვის ბოლოს შეგიძლიათ ზარზეიმით აცნობოთ საზოგადოებას, რომ დანაშაულმა 100 პროცენტით იკლო.
ვეკითხები შინაგან საქმეთა მინისტრს: მაშინ, როცა მერაბიშვილის პოლიციაში მუშაობდა, ბოლოს როდის ახსოვს, რომ მანქანა გაიტაცეს?“.
ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებული კონკრეტული ფაქტები:
„პირველ იანვარს დაუდგენელმა პირებმა დ. წყნეთიდან მოიპარეს რუსთაველის ქ. 5_ის ტერიტორიაზე მდგომი, 1970 წელს დაბადებული გოჩა გივის ძე უფლისაშვილის ავტომანქანა. ვაზ. 2108. ÀDQ785.;
2 იანვარს, დიღმის მასივის მე_4 კვარტლის 24-ე კორპუსში მცხოვრებმა 1971 წელს დაბადებულმა გელა გურამის ძე კუპატაძემ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირმა ეზოდან მოპარა მისი მართვის ქვეშ მყოფი შპს განათება 2011-ის ავტომანქანა „ოპელ ასტრა“. Wws 085;
3 იანვარს, საჩხერის რაუონის სოფელ კორბოულში მცხოვრებმა, 1978 წელს დაბადებულმა ზურაბ ზაქარიას ძე კილაძემ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირმა ლიბანის ქუჩაზე ეზოდან მოპარა „ოპელ ომეგა“ NTN 905;
9 იანვარს, დაუდგენელმა პირმა თემქის მე-3 მიკრო რაიონის მე-5 კვარტლის მე-15 კორპუსის მინდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა იმავე ეზოში მცხოვრები გიორგი გოჩას ძე მოდებაძის ავტომანქანა „ფოლკსვაგენ გოლფ3“ MOD 200;
12 იანვარს დაუდგენელმა პირმა მოიპარა გლდანის ა მ/რ 52-ე კორპუსთან მდგარი, წიწამურის ქუჩის მცხოვრები, 1982 წ დაბადებული გოგა გოგის ძე რიჟამაძის ავტომანქანა“ აუდი ა-6“ - KPL 777.
დეპუტატის განცხადებაზე ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი შსს-ს.