-
2014-01-17 12:35
კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში, ადგილობრივი მცხოვრების არჩილ ნაპირელის საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე რუსეთის სახელმწიფო დროშაა აღმართული.
– ამის შესახებ kakhetinews.ge იტყობინება.
ნაპირელის ქმედება არცერთ მეზობელს ხმამაღლა არ გაუკრიტიკებია, თუმცა, პირად საუბრებში ისინი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ნაპირელების ოჯახის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და მათ 14 იანვარს ძველით ახალი წლის დადგომა ოჯახში ქეიფით აღნიშნეს, დილით კი სოფლის მცხოვრებლებს სახლის სახურავზე რუსეთის დროშა დახვდათ აღმართული.