-
2014-01-17 12:00
„თბილისის ფორუმის“ აქტიური იუზერი რუსუდან ცირეკიძე ფორუმზე და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავს და აანალიზებს.
რუსუდან ცირეკიძე კეზერაშვილთან დაკავშირებული სკანდალური დეტალების ტირაჟირებით დაკავებულ პირებს მიმართავს:
„დავით კეზერაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას (2008 წლამდე ) ბიუჯეტის ფულებს იპარავდა თუ არა, და ამით ააწყო თუ არა ბიზნესი - ამას უნდა გამოძიება და მე ვერაფრით ვერ დაგიმტკიცებთ, რომ ეს ასე არაა.. თქვენ გწამთ, რომ ასეა... მაგრამ ეგ თქვენი რწმენა არავის აინტერესებს- მითუმეტეს მართლმსაჯულებას. ჰოდა, დღეისთვის რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენ?
1. საფრანგეთში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2. აუდიტორული კომპანიის დასკვნა მომზადებულია კეზერაშვილის ადვოკატების შეკვეთით - სწორედაც საფრანგეთის სასამართლოსთვის იმის დასამტკიცებლად, რომ კეზერაშვილის ბიზნესი ლეგალურია და კრიმინალს,თაღლითობას და ა.შ ადგილი არ აქვს( სხვათაშორის აქვე გამახსენდა- 800 მილიონი აქვს ბრუნვაო ღარიბაშვილმა რომ ბრძანა,ბრუნვა როდის აქეთ გახდა ბიზნესმენის შემოსავლების და მოგების მაჩვენებელი?). ეს დასკვნა კეზერაშვილისთვის საზიანო რომ ყოფილიყო, ადვოკატები თავისი ინიციატივით არც შეუკვეთავდნენ და არც სასამართლოს წარუდგენდნენ მტკიცებულებად.
3. ადვოკატები წერენ, რომ არანაირი სხვა საქმე კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ აღძრული არ არის არსად და არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. და ამის გადამოწმება ძალიან ადვილიაო.. ჰოდა გაქვთ ვინმეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი? არა ხომ?
4. დღეს დამთავრდა ბოლო ვადა, როცა საფრანგეთის სასამართლოსთვის ჩვენს სამართალდამცავებს უნდა გადაეცათ დამატებითი მტკიცებულებები - ანუ ლოგიკურად, აქამდე რაც იყოს წარდგენილი, სავარაუდოდ არ იყო საკმარისი. და ზუსტად ბოლო პერიოდში ატყდა სრულიად უპრეცენდენტო აჟიოტაჟი- ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკური ზეწოლის დამადასტურებელ რიტორიკაში.
ხუთი ფრაზა დავთვალე დღეს- რასაც ყური მოვკარი,რომლებსაც აუცილებლად, დიდი სიამოვნებით გააჟღერებენ საფრაგეთის სასამართლოს წინაშე, სათანადო კომენტარებით კეზერაშვილის ადვოკატები- აი თუ არ არის პოლიტიკური ზეწოლაო. წულუკიანმაც კი ბრძანა კომენტარში: "ვისურვებდი ეს პროცესი სიმშვიდის პირობებში მიმდინარეობდეს, რომ ფრანგ მოსამართლეს მშვიდად მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებაო"-მიანიშნა თავისიანებს, ზედმეტს ნუ ლაპარაკობთო...
და ყველაზე მნიშვნელოვანი - შეკითხვას დასვამენ: საიდან აღმოჩნდა ქართული მედიის ხელში აუდიტორული დასკვნა, რომელიც მათ გადასცეს საფრანგეთის სასამართლოს? ჰოდა, გეკითხებით: არ უნდათ ამათ კეზერაშვილის ექსტრადიცია, თუ რატომ იქცევიან ასე?
გადარევენ ფრანგებს, არ მოხდება კეზერას ექსტრადიცია და მერე გაშლიან ხელებს- აი ბატონო ჩვენ კი დავუმტკიცებდით კეზერას და მიშას დანაშაულებებს მაგრამ თავისი გავლენები გამოიყენეს ნაცებმაო და გააგრძელებენ ჭორების ტირაჟირებას- მშვენივრად მანიპულირებდენ აქამდე ჭორებით და "ბრძენი" ქართული საზოგადოება დაზომბირებული ჰყავთ და რატომაც არა?
პ.ს. ვიქტორ ბუტი, რომელთანაც "თანამშრომლობდა" კეზერაშვილი და რომლის ოფისთანაც თურმე ხშირად ხედავდნენ ნაცმოს წარმომადგენლებს (თან 2011 2012 წლებში) - 2008 წლის 6 მარტიდან ციხეშია, ჭკუისკოლოფებო.
და კიდევ: "გავლენიანი ამერიკული ონლაინ სააგენტო", რომელსაც ეყრდნობა "ალია"(და შესაბამისად, ხიდაშელი), როცა ამტკიცებს, დასავლეთიც შეშფოთებულია თურმე კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობასთან კავშირებოთო, სინამდვილეში რუსული ონლაინ სააგენტოა რუსი ავტორებით - უბრალოდ გვერდი ორენოვანია (შეიძლება სამიც).
პ.პ.ს. გუგლი გამოიყენეთ ხოლმე, სასარგებლო რამეა...“