საქართველოში შემოწმებული 15 რძის პროდუქტიდან 10 ფალსიფიცირებულია

Image

საქართველოში რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია - ასეთია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სკანდალური დასკვნა.

ცენტრმა რძის პროდუქტებზე მორიგი სპეციალური კვლევა ჩაატარა. პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის პროდუქტი არ არის. ორგანიზაციის ცნობით, ფალსიფიცირებულია:

 

„სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „არაჟანი ექსტრა სანტე 15%“;

 

„სანტე ჯიემთი“ პროდუქტების წარმოებული „მაწონი ექსტრა სანტე 3.2%“;

 

„სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „ხაჭო სანტე 6%”;

 

„სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3.5%“;

 

„ჯორჯიან ეკოს“ წამოებული „ხაჭო ეკო-ფუდი 9%“; „ჯორჯიან ეკოს“ წამოებული „მილკო ფუდი არაჟანი 15% 1ლ“;

 

„ნატურალ პლუსის“ მიერ წარმოებული „ხაჭო“; „ნატურალ პლუსის“ წარმოებული „არაჟანი 15%“;

 

„ნატურალ პლუსის“ წარმოებული „არაჟანი 25% სვანური 1 ლ“;

 

„ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული „მაწონი მე მარგო 15%“;

 

„მომხმარებელი.ჯი-ზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნამდვილ რძის პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს სულ 5 პროდუქტი:

 

„არაჟანი სოფლის ნობათი 15%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 93.2%);

 

„არაჟანი 20% სანტინო“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 99.8%);

 

„მაწონი სანტინო 3.2%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 98.87%);

 

„სოფლის ნობათი მაწონი 3.2%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 94.46%);

 

„სანტინო ხაჭო 6%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 98.15%);

 

„ჩემი აზრით, ისეთი პროდუქტის ფალსიფიკაცია, როგორიც რძეა, დანაშაულია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ბავშვების მთავარი საკვებია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი სხვა ტიპის საკვები, მაგრამ ვერც ერთი პროდუქტი ვერ ცვლის მას.

 

რძეში შედის ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება, რომელიც ადვილად ასათვისებელია. ის ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ადამიანი ხარჯავს თანხას, ჰგონია, რომ იძენს ძალიან სასარგებლო პროდუქტს და ამ დროს მის ნაცვლად საწამლავს სთავაზობენ!“ - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, რძის პროდუქტების შემოწმება მომავალშიც განხორციელდება. ცენტრი მომხმარებლებს შეახსენებს, რომ საერთაშორისო სტანდარტით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს.

 

2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა 1442 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია. ხელმომწერები პარლამენტს სთხოვენ, საქართველოში კანონით აიკრძალოს რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის გაყიდვა, რომლის არსებითი კომპონენტები (მათ შორის, ცხიმი, ცილა) არა ცხოველის რძისგან, არამედ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !