-
2014-01-16 16:35
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
სიტყვის წარმოთქმის უფლება ვანო მერაბიშვილს მიეცა, რომელმაც განაცხადა, რომ ქუთაისის სასამართლოში სიარული უჭირს და ითხოვს, რომ ქუთაისის სასამართლოს ერთი ოთახი იჯარით გადაეცეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას:
"ქუთაისის სასამართლოში სიარული მიჭირს და ვითხოვ, რომ ქუთაისის სასამართლოს ერთი ოთახი იჯარით გადაეცეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას. ნარმანია და ალასანიას თანაპარტიელი აბაშიძე მხარს უჭერენ ტყემალაძის ინიციატივას. მე მიჭირს ქუთაისის სასამართლოში სიარული. იმედია, გაითვალისწინებს სასამართლო და ერთ, თუნდაც პატარა ოთახს იჯარით გასცემს დროებით მაინც. თუ პარლამენტის შენობის გაცემა შეიძლება იჯარით, არც ერთი ოთახი უნდა იყოს პრობლემა",- განაცხადა მერაბიშვილმა.