
საქართველოს პრემირმინისტრმა „შერატონ მეტეხი პალასში“ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ იგეგმება ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაცია და პროცესში შვეიცარიის ლაბორატორიის ჩარტვა.
ასევე, პრემიერის ცნობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც ჩართული იქნება თომას ჰამერბერგი, რათა საზოგადოებამ განსაკუთრებით ზუსტი და გამჭვირვალე ინფორმაცია მიიღოს:
„ზურაბ ჟვანიას საქმეზე ინტენსიურად მუშაობს პროკურატურა და განსაკუთრებით ახალი ხელმძღვანელობა მთავარი პროკურატურის. არის საუბარი ეგზჰუმაციაზე, იმისთვის რომ არ გაჩნდეს რაიმე ეჭვები, ჩვენ ვაპირებთ და ვგეგმავთ რომ მოხდეს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვა. ვაპირებთ შევქმნათ ერთგვარი კომისია, კონსულტაციები მიმდინარეობს თომას ჰამერბერგთან, რათა ისიც ჩართული იქნას აღნიშნულ პროცესში რათა ყოველივე მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. ჩვენს გუნდში არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს ამ მიმართულებთ, გვსურს დასრულდეს გამოძიება და ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაესვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.