-
2014-01-16 10:50
მგზავრობის საფასურის დაზოგვის მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა.
ქვეყნებში, სადაც განვითარების დონე დაბალია და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მოსახლეობის ღარიბი ფენა გადასახადებისგან და სხვა მომსახურების საფასურის გადახდისგან თავის არიდების მიზნით სხვადასხვა ხერხს იყენებს.
ერთერთი ამ ხერხთაგანია მატარებლით უბილეთოდ მგზავრობა ზაფხულის პერიოდში, რაც ვაგონის სახურავზე მოკალათებაში გამოიხატება. აზიის ბევრ ქვეყანაში ასე უამრავი ადამიანი მგზავრობს, თუმცა, როცა საქმე ეხება ელმავალში ჩაბმულ სამგზავრო შემადგენლობას, ბილეთის ფულის დაზოგვის მცდელობა ხშირად ტრაგიკულად მთავრდება. მაგალითად, სწორედ ასე, როგორც მოყვარულის მიერ გადაღებულ ამ ვიდეოშია:
https://www.youtube.com/watch?v=Wn7Tn3rOs-Y#t=38