-
2014-01-15 18:24
დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ხმასთან“ განმარტებას აკეთებს:
„ეს მოსაზრება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა და მე აღვნიშნე, რომ სწორედ ამ გზით შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი მაგალითები არსებობს. თუმცა, ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს და იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თბილისის მერიაც და ქუთაისის მერიაც ამ საკითხს დათანხმდება. პარადოქსულია, თბილისში მდებარე შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, არ ფუნქციონირებს და ქუთაისში მდებარე შენობა, სადაც მუშაობა გვიწევს, ჯერაც არ არის გადაცემული შესაბამისი ორგანოებისთვის“, - განაცხადა ტყემალაძემ.
დეპუტატმა ირმა ნადირაშვილის ინიციატივასაც უპასუხა „ბიკენტიას საქაბაბის“ „შემოიხედე გენაცვალესთვის“ დაქვემდებარებასთან დაკავშირებით:
„ამით ირმა ნადირაშვილს, როგორც ჩანს, იმის თქმა უნდა, რომ მოენატრება „ბიკენტიას საქაბაბე“, მაგრამ მსურს ვუთხრა - შედარების დონეზე თუ არის, „შემოიხედე გენაცვალე“ ნამდვილად სჯობს „ბიკენტიას საქაბებეს“, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიდეთ საქაბაბეს დონეზე“, - განაცხადა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას ტყემალაძემ.