-
2014-01-15 16:40
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ყოფილი პრემირმინისტრის ვანო მერაბიშვილის ირგვლივ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და გენინსპექციის იმ დასკვნაზე ისაუბრა, რომელიც მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის შესახებ დაიდო:
"ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვხატეთ წუხილი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. შემიძლია აღვნიშნო, რომ მთავრობა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ უზრუნველყოს სასამართლო და სამართლებრივი პროცედურები, რაშიც ესოდენ დაინტერესებული არიან როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ისე - ქართული საზოგადოება", - აღნიშნა ნორლანდმა.