ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, იუსტიციის სახლს სახურავი მთლიანად გადახადოს

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის იუსტიციის სახლის დაზიანებასთან და დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დეპუტატი აბათილებს იმ მიზეზებს, რაც ხელისუფლების მხრიდან იუსტიციის სახლის დროებით დახურვის შემდეგ დასახელდა.

 

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ დაზიანების მიზეზად დასახელებული ნაჩქარევი მშენებლობა არაფერ შუაშია, რადგან ბათუმში, 17 სართულიანი იუსტიციის სახლი, რომელმაც უფრო ძლიერ ქარიშხალს უმტკივნეულოდ გაუძლო, ბევრად უფრო მოკლე ვადაში - 14 თვეში აშენდა.

 

ვაშაძის განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„უკვე ათ დღეზე მეტია, რაც თბილისის იუსტიციის სახლი დაკეტილია და ათასობით ადამიანს უწევს უამრავი ბარიერის გადალახვა, რომ მიიღოს მომსახურება და როგორც ამბობენ ეს ყველაფერი შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს...

 

რა მოხდა რეალურად?

 

იუსტიციის სახლის (30 ათასი კვადრატული მეტრი) გადახურვის გარე პერიმეტრის ერთი მონაკვეთიდან ჩამოვადრა თაბაშირმუყაოს (ე.წ. გიბსოკორდონის) ნაჭრები.

 

როგორც თავად ქალბატონმა წულუკიანმა განმარტა, შენობის ფუნდამენტს და კონსტრუქციულ ნაწილს არანაირი ხარვეზი არ აქვს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ შენობაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს პარლამენტის თავჯდომარე, ენერგეტიკის მინისტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი აპარატით, ისევე, როგორც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები.

 

ამ ინციდენტის გამომწვევ მიზეზად სახელდება სიჩქარე.

 

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არაა ერთადერთი იუსტიციის სახლი, ასეთი 12 სახლი ავაშენეთ, ….. მაგალითად ბათუმის იუსტიციის სახლის 17 სართულიანი შენობა აშენდა უფრო მოკლე დროში - 14 თვეში და მიუხედავად ამისა, იმავე დღეს უფრო დიდ ქარიშხალს უმტკივნეულად გაუძლო.

 

როგორ ფიქრობთ ამ შენობებში არ იყო სამშენბლო ხარვეზები? რათქმა უნდა იყო და არსებობს საერთოდ მშენებლობა, რომელსაც ხარვეზი არა აქვს? პირადი, მცირე ზომის ბინის რემონტის დროსაც კი ეს გარდაუვალია. რეალობა ისაა, რომ სანამ შენობა სრული დატვირთვით არ ამუშავდება, რთულია ყველაფრის აღმოფხვრა და გახსნის შემდეგ აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი.

 

ასე ხდებოდა იმ თორმეტივე იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგაც, ხარვეზები იყო, თუმცა, ყველა ამ ხარვეზზე შესაბამისი ჯგუფები მყისიერად რეაგირებდნენ. სწორედ ამიტომ არის, რომ მიუხედავად სტიქიისა არცერთ მათგანს არ შექმნია პრობლემა.

 

რა მოხდა ამ შემთხვევაში? მიუხედავად იმისა რომ, როგორც გაირკვა, სახურავის ამ მონაკვეთში მცირე ხარვეზის შესახებ იცოდნენ, დროული რეაგირება არ მოხდა და საბოლოო ჯამში სტიქიის გამო თაბაშირმუყაოს (ე.წ. გიბსოკარდონის) ნაჭრები ჩამოცვივდა.

 

რა გამოსავალი არსებობდა ამ ინცინდენტის შემდეგ:

 

1. სარემონტო სამუშაოების დაწყება და 2-3 დღეში პრობლემის აღმოფხვრა, რაც ცალსახად უნდა აანაზღაუროს იტალიურმა კომპანიამ „პერმასტელიზამ“ რომლემაც უშუალოდ შეასრულა გადახურვის სამუშაოები ან

 

2. სახურავის მოცემულ დეტალზე, საბოლოო შეკეთებამდე, დარჩენილი თაბაშირ-მუყაოს ნაჭრების ჩამოყრა და მოქალაქეთა მომსახურების გაგრძელება 1-2 დღის ვადაში ან

 

3. უსაფრთხოების ბადის გაკეთება სახურავის შესაბამის მონაკვეთზე, საბოლოო შეკეთებამდე, და მომსახურების გარგძელება ინცინდენტიდან მეორე დღეს.

 

ამის ნაცლად სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და უბრალოდ დაიხურა იუსტიციის სახლი განუსაზღვრელი ვადით.

 

რას ნიშნავს ეს? ერთი მხრივ - ჩვენი მოქალაქეებს (დღეში საშუალოდ. 8000 ადამიანი) უწევთ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მათთვის საჭირო სერვისებზე სიარული და უმარავი დისკომფორტის გადალახვა და მეორე მხრივ - სერვისი ნელ-ნელა იშლება გახლეჩილ პარალელურ ბიზნეს-პროცესებად, რომელთა ხელახალი გაერთიანება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და მ.შ. დიდი ფინანსური ხარჯები დაჯდება.

 

მოდით, გავიაზროთ რა არის იუსტიციის სახლი.

 

შენობა?

 

არა! ესაა იდეა, ერთ სივრცეში გაერთიანებული სერვისი, სოლუშენი/გადაწყვეტა რომელიც თვისობრივად ახალი სიტყვაა საჯარო ადმინისტირებაში.

 

სწორედ ეს გადაწყვეტა იყო, რამაც აღაფრთოვანა ჰილარი კლინტონი თუ ბრიტანელი პარლამენტარები და უამრავი უცხოელი ვიზიტორი - გადაწყვეტა და არა უბრალოდ ფართო და ნათელი შენობები თანამედროვე დიზაინით, რითაც ბუნებრივია მათ ვერ გავაოცებთ.

 

იუსტიციის სახლი არის არა მარტო სერვისი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უმარტივებს ცხოვრებას და საჯარო მენეჯმენტი ახალ საფეხურზე აყავს, არამედ პროდუქტი, რომელიც დაიბადა და განვითარდა საქართველოში, ბრენდი, რომელიც შექმნილია საქართველოში და კონკურენტუნარიანია მსოფლიო მასშტაბით.

 

მე ვამაყობ, რომ ვარ მონაწილე ამ პროცესის, ეს პროდუქტი განვითარებულია საქართველოში, სხვადასხვა სპეციალობის ქართველი პროფესიონალების მიერ, რომლებთან ერთადაც მუშაობა იყო უზომოდ საინტერესო, ნაყოფიერი და საამაყო.

 

ბოლოსკენ მინდა გავიხსენო ერთი ცნობილი თეორია, რომლის მიხედვითაც, თუ შენობაში ერთი ფანჯარა გატყდა და არავინ ზრუნავს მის გამოცვლაზე, მალე ყველა გატყდება და ბოლოს, შენობაში განუკითხაობა დაისადგურებს - ის განადგურდება.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო მინისტრო,

 

შესაბამისი მონდომების შემთხვევაში, იუსტიციის სახლის მუშაობის აღდგენა სულ რამდენიმე დღის საქმეა და ვფიქრობ, რომ საჭიროა დროული და ეფექტური რეაგირება, რათა ეს სერვისი არ ჩამოიშალოს.

 

ამასთან, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ არ მოხდა სახურავის მთლიანობის დროულად აღდგენა, არის დიდი ალბათობა, რომ დაზიანებული დეტალიდან შეღწეულმა მძლავრმა ქარმა, შესაძლოა, სახურავს ძლიერი კონსტრუქციული დაზიანება მიაყენოს“, - წერს გიორგი ვაშაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !