-
2016-12-19 15:46
მექსიკის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა კუატემოკ ბლანკომ შიმშილობა შეწყვიტა. დაუმორჩილებლობას და პროტესტის უკიდურესი ფორმას, ბლანკომ მის წინააღმდეგ, როგორც ქალაქ კუერნავაკას მერის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო მიმართა.
ბლანკოს განცხადებით გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც მეხიკოში არიან, ვერაფრით შეეგუენ იმ აზრს რომ მან, სრულიად გამოუცდელმა, არჩევნები მოიგო. გამარჯვების შემდეგ ბლანკოს წინააღმდეგ არა ერთი საკნადალი აგორდა. პრესა მას არჩევნების ქრთამის მიცემით მოგებაში ადანაშაულებდა. პოლიტიკურ წრეებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ყოფილ ფეხბურთელს, კონკრეტული პიროვნებებისათვის ქრთამის გადახდაში ადანაშაულებდნენ.
ქალაქი კუერნავაკა განთქმულია იმით რომ მორელოსის შტატის დედაქალაქში ყველაზე მძაფრად იდგა ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხი. ნარკოკარტელების ფუნქციონირების ძირითადი ხაზი სწორედ კუერნაკავაზე გადის, კუატემოკ ბლანკოს წინასაარჩევნო დაპირებები კი ქალაქის ნარკობანდიტებისგან გათავისუფლებას ემყარებოდა.