-
2014-08-21 08:10
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" დაახლოებით ერთ კილომეტრში, დასახლებულ პუნქტ გველეთთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო საქართველოს სამხედრო გზა ჩაიკეტა და რუსეთიდან საქართველოში, ასევე საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გავლით მოძრაობა შეჩერებულია.
მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ არსებობს საშიშროება, რომ მიწის მასა მდინარე თერგშიც ჩაწვეს და კალაპოტი გადაკეტოს. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები იუწყებიან, მათ ადგილზე უკვე გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები. გზის გადაკეტვის გამო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან 30-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც საცობია წარმოქმნილი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30