
მაიკო ჯავახიშვილის გულისწყრომა ამჯერად თბილისში დაგეგმილმა გრიგოლ ლეპსის კონცერტმა გამოიწვია.
მაია ჯავახიშვილი წერს:
„სტინგიდან - ლეონიდ აგუტინამდე...
მონსერატ კაბალიედან - ანჟელიკა ვარუმამდე...
ბოჩელიდან - გრიგორი ლეპსამდე...
გადავსებული დარბაზები და მოწყურებულ-აღტკინებული როკვა უგემოვნო მუსიკაზე...
სრული დეგრადაცია წელიწადნახევარში...
და ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ სწორედ „ის" იყო უცხო ერისთვის და „ეს" მშობლიურია?.
მე პირადად - აღარ!!!
სრული სვლით მივდიოდით ევროპისკენ, არა?..
კი არ მივდიოდით, მიშა მიგვათრევდა და ახლა, კაცმა არ იცის სად გაჩხერილებს, ზურგიდან გვაწვება...
რა ევროპა, რის ევროპა!!!
ვის დაკარგვიხარ... ვის უნდიხარ ასეთი და ამნაირი?!
ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ვართ!!! (და იცით თქვენ სადაც ვართ...)...
თუ არ გჯერათ, ლეპსი რომ აუმღერდება „Эх раз, да ещё раз", ამ უგემოვნებების მორევში 350 ლარად ბოლომდე გადაშვებულ ქართველებს, დააკვირდით და დაიჯერებთ....
არაფერი არ გვეშველება!!!
ძალიან გაბრაზებული ვარ... ძალიან...და ახლა ასე ვფიქრობ...“