-
2014-08-21 05:58
უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ტყვედ აიყვანეს პრორუსი ტერორისტები, რომლებიც, სავარაუდოდ, დახვრიტეს.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ვიდეო, სადაც ტყვედ ჩავარდნილი ტერორისტებისა და უკრაინელი ჯარისკაცის დიალოგია აღწერილი. დიალოგიდან ირკვევა, რომ მოხალისეებს თვეში 200 აშშ დოლარს უხდიან. "ნაბრძანებია, ტყვეები არ ავიყვანოთ" - ამ წარწერით აიტვირთა ვიდეო, სადაც ჯარისკაცი ტყვეებს დახვრეტით ემუქრება, თუმცა, თავად დაცხრილვა ვიდეომასალაზე ასახული არ არის.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43