
უკრაინული გამოცემა "Обозреватель" -ი შეეცადა გაერკვია რომელი უკრაინელი პოლიტიკოსების ვაჟები იცავენ სამშობლოს თანამოქალაქეებთან ერთად.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ვაჟების ნაწილი მებრძოლთა რიგებში ნამდვილად დგანან, მათი რაოდენობა მცირეა, მაგრამ, როგორც გამოცემა წერს- მთავარია, ისინი იქ დგანან.
პირველი ვინც მედიასთან ისაუბრა ავტომაიდანის ლიდერი ალექსეი გრიცენკოა. ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანატოლი გრიცენკოს ვაჟია.
მოხალისეთა რიგებშია გრიცენკოს ქალიშვილი სვეტლანაც. ის მოხალისეთა ბატალიონს ეხმარება იმ თანხების მოზიდვაში, რომელსაც საჭიროებს უკრაინის არმია, ასევე მონაწილეობს სამხედროებისათვისა საჭირო საგნების შეძენაში.
საომარ მოქმედებებში ჩართულია ყირიმის ნახევარკუნძულის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი კუნიცინის ვაჟი. რომელიც ჯერ კიდევ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული ოკუპაციის დროს აკეთებდა მკვეთრ განცხადებებს , უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის იბრძვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძრვანელის ვაჟი სერგეი პაშინსკი.
ის არმიაში თავის ყოველდღიურ ცხოვრებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც აღწერს.
უკრაინის დასაცავად პირველივე დღებიდან იბრძვის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიხაელ კოვალოვის ვაჟი, ვლადიმერ კოვალი. ის უკრაინის ეროვნულ გვარდიაში რიგით ჯარისკაცად მსახურობდა.
რიგით ჯარისკაცებს შორის არის უკრაინის მოქმედი შს მინისტრის 25 წლის ვაჟი არსენ ავაკოვი.
აგვისტოს დასაწყისიდან ის შს სამინისტროს დაქვემდებარებულ ბატალიონ ,, "Киев-1“- ში მსახურობს და შეძლებისდგაგვარად ფეისბუქზე ფოტოებსაც ტვირთავს ხოლმე.