
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ Ice Bucket Challenge გამოწვევა მიიღო და თავის მხრივ, ნომინირებულებად ბიძინა ივანიშვილი, ლევან ვასაძე და თინა ხიდაშელი გამოაცხადა.
"მათ შორის არის ერთი, რომელსაც ჩემთვის არასდროს ინტერვიუ არ მოუცია და მისით დავიწყებ. ხომ სულ უარს მეუბნებოდით, ახლა მაინც ნუ მეტყვით უარს", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ, სანამ ცივ წყალს გადაასხამდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფლეშმობ Ice Bucket Challenge-ში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად, საქართველოს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, თუმცა, გავრცელებულ ვიდეოებსა და ნომინირებული პირების დასახელებაში ერთგვარი არათანმიმდევრულობა შეინიშნება:
ფლეშმობის ჩანაფიქრის მიხედვით, ვიდეოს გადამღები თავად უნდა იყოს ნომინირებული, ხოლო ნომინანტთა წარდგენისას მან გამოწვევა სამ მეგობარს უნდა გაუგზავნოს, რაც ქართულ რეალობაში ხშირად არაა დაცული.