-
2014-08-20 20:20
რუსეთში უკვე მცირეწლოვანი ბავშვების გამოყენებაც კი დაიწყეს ანტიუკრაინული განწყობის გამოსახატავად. მოსკოვში საბავშვო ჩვენება გაიმართა, სადაც დაახლოებით 5-8 წლის გოგონები მონაწილეობდნენ.
ფლეშმობ-ჩვენების აზრი ის იყო, რომ რუსეთის ჩათვლით, ყველა ქვეყანა ცდილობს უკრაინის დახმარებას, ის კი ამ დროს დამხმარე მეგობრებს იარაღს უმიზნებს, ბოლოს კი თვითმკვლელობასაც ცდილობს. ჩვენების მონაწილე გოგონები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა და აშშ-ის დროში ფერებში გადაწყვეტილ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი.