ALS-ით დაავადებულთა დასახმარებელ ფლეშმობში მსოფლიოს ცნობილი სახეები ერთვებიან

Image

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (Amyotrophic lateral sclerosis (ALS), იგივე ლუ გერიგის დაავადება - ასე ჰქვია ავადმყოფობას, რომლითაც დაავადებულთა დასახმარებლად არსებობს ერთიანი ფონდი და სახალისო, საქველმოქმედო ფლეშმობი-გამოწვევა, სადაც მთელი მსოფლიოს ცნობილი სახეები ჩაერთნენ.

 

ლუ გერიგი ამერიკელი ბეისბოლისტი იყო, რომელიც 1939 წელს ამ დაავადების გამო გარდაიცვალა. ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, როგორც ერთერთი ნეიროდეგენერაციული დაავადება, იწვევს კუნთების დასუსტებას. ეს დაავადება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დეგენერაციის გზით იწვევს მათ სრულ კვდომას, ისინი ვეღარ აწვდიან კუნთებს სიგნალს.

 

ფუნქციადაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი მთლიანი ატროფირება. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, გააჩნიათ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნულობა, რაც დაავადებამდე ჰქონდათ.

 

ფლეშმობი Ice Bucket Challenge, რომელიც აღნიშნული დაავადების მქონეთა დასახმარებლად მოიფიქრეს, გულისხმობს ცივი, გაყინული წყლის გადასხმას, ვიდეოს გადაღებას და გაშრობის შემდეგ თანხის გადარიცხვას თანადგომის ფონდში. ამასთან, ფლეშმობი გულისხმობს სამი მეგობრებისთვის ანალოგიური გამოწვევის გაგზავნას და შეთავაზებას, გადაივლონ ცივი წყალი თავზე ან გადარიცხონ თანხა.

 

ფლეშმობი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასში უკვე ჩაერთნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ჯორჯ ბუში, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი, სტივენ სპილბერგი, მიკი რურკი, ლედი გაგა, ბრიტნი სპირსი, ჯასტინ თიმბერლეიკი და სხვები.

 

ფლეშმობისადმი ინტერესი საქართველოშიც გამოიჩინეს, თუმცა, თავისებური ინტერპრეტაციით: აქ გამოწვევას უფრო ხშირად არა მეგობრებს, არამედ მთავრობის წევრებსა და პოლიტიკოსებს უგზავნიან. გამოწვევა უკვე მიიღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ და სხვებმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !