
რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საყოველთაო ფლეშმობში „Ice Bucket Challenge“ იმართება, რომლის დროსაც მონაწილე თავის ჩართულობას ფლეშმობში ცივი წყლის გადავლებით ადასტურებს და ესტაფეტას სამ სხვა მონაწილეს გადასცემს.
ასე მოიქცა ქეთა თოფურიაც, თუმცა მისმა მეუღლემ ისეთი ძალით შეასხა ცივი წყალი, რომ მომღერალი კინაღამ სკამიდან ჩამოაგდო და თვითონაც კისერი კინაღამ მოიტეხა.