
ქობულეთში, რისთაველის ქუჩაზე ჯიპი, რომელშიც სომეხი ეროვნების წყვილი სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა, მოტოციკლს შეეჯახა.
მოტოციკლზე მყოფი გორელი ძმები მაისურაძეები ადგილზე დაიღუპნენ.
ავარიამ 10 წლის სომეხი ეროვნების ბიჭის სიცოცხლეც შეწირა. მძიმე მდგომარეობაშია ჯიპში მყოფი მეორე ბავშვი, ის ქობულეთის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
„შეჯახება ისე ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ჰაერში ავარდა და დარტყმისაგან შუაზე გაიპო. მასზე მჯდომი ძმები იქვე დაიღუპნენ... იმავე წამს ჯიპისკენ მივიხედე და მოტოციკლი უკან, იმ ადგილზე იყო შევარდნილი, სადაც ბავშვები იჯდნენ...
რუსთაველის ქუჩა, სადაც ავარია მოხდა, გადაჭედილია ფეხით მოსიარულეებით. როგორ შეიძლება ასეთ დატვირთულ ქუჩაზე პატრული მოძრაობას ვერ იმორჩილებდეს?! აქ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალი იყო ავარია. ისე, როგორც მე დავინახე და აღვიქვი, ორივე მხარემ დაარღვია მოძრაობის წესები.
ბავშვებით სავსე ჯიპი მოსახვევიდან ცენტრალურ ქუჩაზე ელვის სისწრაფით გამოვარდა, მოტოციკლიც გიჟივით მიქროდა ცენტრალურ ქუჩაზე; ჯიპს რომ გზა დაეთმო, მოძრაობის წესების დაცვით, ეს კატასტროფა არ მოხდებოდა.
ერთი „ბაიკერი“, დაჯახებისას თავისი მოტოციკლით პირდაპირ ჯიპში შევარდა და თავიც დაღუპა და ბავშვებიც, - ერთი ხომ ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე, 9 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია ქობულეთის საავადმყოფოში. მესამე ბავშვი, სულ უმცროსი, 8 წლისა, შედარებით მსუბუქად არის დაშავებული და ის ბათუმში გადაიყვანეს და დედაც იმას გააყოლეს და თავზე ადგას.
სანამ ის ბავშვი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება, იმ საცოდავ ქალს ალბათ ვერც ეტყვიან, მის ოჯახს რა დაემართა,“ - განაცხადა ავარიის თვითმხილველმა.
kvirispalitra.ge