-
2014-08-19 17:52
20-23 აგვისტოდან სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ.
ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. თბილისში წვიმას ხვალ დღის ბოლოსთვის პროგნოზირებენ.
პერიოდული, ხანმოკლე წვიმების შედეგად დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში - 35 გრადუსი, თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა - 35 გრადუსი იქნება.
დღეისთვის, ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 41 გრადუსი კახეთში დაფიქსირდა.