
თბილისის ზღვასთან, მშენებარე ოლიმპიურ ქალაქთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
ტრაილერი, რომლის მძღოლმა მოულოდნელად მართვაზე კონტროლი დაკარგა, ჯერ მოცურდა, მერე კი გადაბრუნდა და „ფორდის“ მარკის ავტომანქანას დაეცა, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
გონდაკარგული მძღოლი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ამოიყვანეს და კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. "ფორდის" მძღოლის, 40 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია