
ქუთაისში, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან ნაგვის კონტეინერები დგას.
ამის დამადასტურებელი ფოტო ადგილობრივი ინტერპორტალით გამოქვეყნდა და ფაქტს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
კონკრეტულად, ვიცე–მერი აცხადებს, რომ კონტეინერების განთავსება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის. „შესაძლოა, ამ კონტეინერებს მოსახლეობა მიაგორებს ხოლმე იმ ადგილას, ვერ გეტყვით“, – აცხადებს ვიცე–მერი.