-
2013-12-04 14:16
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის პოლ უოკერის ცხედარს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში დაიღუპა, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მსახიობის გარდაცვალების გარემოებები, დეტალების სახით, ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის.
ლოს-ანჯელესის პოლიცია, რომელიც ფატალურ ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, აცხადებს, რომ მსახიობის გვამის გაკვეთის შედეგები მათთვის უკვე ცნობილი გახდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამ ინფორმაციის გამჟღავნებას არ ჩქარობენ, თანაც, აცხადებენ, რომ მსახიობის სიკვდილთან დაკავშირებული საქმე სპეციალურ კონტროლზეა აღებული.
პოლიციის თანამშრომელმა, ფრედ კორალმა განაცხადა, რომ ამ საქმის დეტალების გამჟღავნება გამოძიების პროცესს ხელს შეუშლის.