-
2013-12-03 17:31
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაძე, მე-4 საჯარო სკოლის წინ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. ფესვებიანად მოთხრილი ხე წაქცევისგან მეორე ხემ იხსნა, თუმცა, გაწყდა დენის სადენები, რომლებიც ტროტუარზე ჩამოცვივდა.
თვითმხილველებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ტერიტორიიდან ბავშვები გაიყვანა და ადგილი სპეციალური ლენტებით შემოსაზღვრა. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გამოძახებულია მაშველთა რაზმი, ასევე, სადენების დაზიანების შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს. ფოტოები შემთხვევის ადგილზე "ნიუპოსტის" კორესპონდენტმა გადაიღო.