
ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი გია ლორთქიფანიძეზე დაგეგმილ თავდასხმას გამოეხმაურა.
"მინდა, შეშფოთება გამოვთქვა ჩემს ყოფილ მოადგილესა და მეგობარზე, გია ლორთქიფანიძეზე დაგეგმილი თავდასხმის გამო. როგორც ცნობილი გახდა, იმ სახლთან, რომელშიც გია ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. მინდა, თანადგომა გამოვუხადო გიას და იმედი გამოვთქვა, რომ დამნაშავეები დროულად იქნებიან დაკავებული", - აცხადებს მერაბიშვილი.