
ცოტნე დადიანი ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო მილის დაზიანების შედეგად თბილისის გარკვეულ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ავრცელებს:
„გაცნობებთ, რომ ნაძალადევის რ-ში, ც.დადიანის ქუჩაზე საშუალო წნევის გაზსადენზე ხის დაცემის შედეგად 3 დეკემბრის დღის 4 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ც.დადიანის ქუჩას კინო საქართველოდან გადასასვლელ ხიდამდე, ასევე სვანეთის, ჭყონდიდელის, გომბორის, ჩხიკვაძის, კავთისხევის, დეპოს, ბეჟანიშვილის, მახინჯაურის, ლეჩხუმის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.