
2014 წლის გაზაფხულზე საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვევა, აღნიშნულის შესახებ დღეს ბრიუსელში გახდა ცნობილი.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში იმყოფება.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე მაია ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ასევე დაგეგმილია მოლაპარაკება ანდერს ფოგ რასმუსენთან. მთავარი თემებია ნატო, საქართველო- რუსეთის ურთიერთობები და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება.