-
2013-12-02 13:51
ერთერთმა უკრაინულმა ინტერნეტპროვაიდერმა „ევრომაიდანზე“ შეკრებილი ევროინტეგრაციის მომხრეების მიმართ სოლოდარობა ორიგინალურად გამოხატა
პროვაიდერმა საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდა, პირადად გამოსაყენებელ WI-FI ქსელებზე პაროლები მოხსნან, თავად კი პირობა დადო, რომ ეს ვერ შეაფერხებდა მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტის სიჩქარეს.
მომხმარებლებმა, რომლებიც კიევის ცენტრში ცხოვრობენ, იდეა აიტაცეს და ამჟამად დემონსტრანტებს ინტერნეტით სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლიათ, თუ მობილური ინტერნეტი არა აქვთ ჩართული. რა თქმა უნდა, ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისაც ისეთი მობილური ტელეფონები, სმარტფონები და პლანშეტები აქვთ, რომელთაც ინტერნეტის მხარდაჭერა გააჩნია.