გამოცემა „The Telegraph“ სიცილიური მაფიის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა ფოტოებს აქვეყნებს.
ისინი „Facebook“-ში მართალია გამოგონილი სახელებით დარეგისტრირდნენ, მაგრამ თავიანთი ცხოვრების ამსახველ კადრებს საჯაროდ აქვეყნებენ და თავს იწონებენ.
პალერმოელი მაფიოზი დომენიკო პალაცოტო აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის იახტით და ლიმუზინით სეირნობს.
მართალია, „კოზა ნოსტრას“ წარმომადგენლები ცდილობენ დაუმტკიცონ პოლიციას, რომ მათ არავისი ეშინიათ, თუმცა პოლიცია დარწმუნებულია, რომ ახალი ინტერნეტ-ტექნოლოგიები მათ მაფიის წევრთა დაკავებაში დაეხმარება.