-
2013-12-02 13:39
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში აშშ-ის მხრიდან აქტიურად ცარევის მოთხოვნით გამოქვეყნებულ 11 პეტიციას თეთრი სახლის ვებგვერდზე უკვე ჯამში 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს გამოქვეყნებულმა პეტიციამ, რომელშიც იყო მოთხოვნა, დაწესდეს სანქციები უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მიმართ, 100 ათას ხელმოწერაზე მეტი მოაგროვა.
აქედან გამომდინარე, ეს პეტიცია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა განიხილოს.
სხვა პეტიციებიდან ყველაზე მეტი - 60 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს მოთხოვნას, აშშ-მა მიიღოს ზომები უკრაინის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად.
სხვა ორი პეტიცია მოითხოვს, აშშ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში სამხედრო გზით ჩაერიოს.
საეღთო ჯამში, 11 გამოქვეყნებულ პეტიციას ამ დრომდე 200 ათას მოქალაქეზე მეტმა მოაწერა ხელი.