კიევის ცენტრში მდგარ ლენინის ძეგლზე იერიშის მიტანის შემდეგ ძეგლს ალყა „ბერკუტელებმა“ შემოარტყეს და დემონსტრანტებს არ მისცეს საშუალება, „პროლეტარიატის ბელადის“ ძეგლი დაეზიანებინათ.
მანამდე კი ლენინის ძეგლზე გაჩნდა წარწერა „თავისუფლება ერს“, „უკრაინა - ევროპაა!“.
მოედანზე, ლენინის ძეგლის დასაცავად მილიციის მობილიზებას დემონსტრანტთა მხრიდან სკანდირება: „სირცხვილი! სირცხვილი!“ მოჰყვა.