-
2013-12-01 19:20
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ბმულებს, სადაც უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე მივლენებისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ.
მოკლედ შეგახსენებთ ამ დროისთვის (თბილისის დროით 19:00) არსებულ სიტუაციას:
უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი, სავარაუდოდ, ერთერთ აგარაკზე იმყოფება და თათბირს მართავს. მედიის ცნობით, განიხილება ორშაბათიდან კიევში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი.
დემონსტრანტებმა ორჯერ სცადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის აღება შტურმით. ორივე შემთხვევაში თავდაპირველად "ბერკუტი" თავს იცავდა, შემდეგ კი იერიშზე გადავიდა დემონსტარნტები ცრემლსადენი გაზის, ხელჯოხებისა და ხმოვან-ფეთქებადი ყუმბარების გამოყენებით გაფანტა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბორისპოლში რუსული სპეცრაზმი "ვიტიაზი" გამოჩნდა. არაოფიციალური ცნობით, უკრაინამ დახმარებისთვის რუსეთს ოფიციალურად მიმართა.
დემონსტრანტთა დარბევის შედეგად არიან დაშავებულები. კიევში ამ დროისთვის დემონსტრანტები იმყოფებიან მერიის შენობასა და პროფკავშირების სასახლეში. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამოსვლები არ შეწყდება, სანამ იანუკოვიჩი არ გადადგება.
ბმულები ონლაინტრანსლაციით ამ დროისთვის:
კამერა 1
კამერა 2
ტელეკომპანია "დოჟდი"