
ცნობილი უკრაინელი მუსიკოსის სვიატოსლავ ვაკარჩუკის სიმღერაზე „კედელი“ ტელეკომპანია ТВі-მ კლიპი დაამონტაჟა.
კლიპში "ევრომაიდანზე" შექმნილი სიტუაცია და აქციის დარბევაა დამონტაჟებული. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში. აქციის მონაწილეები კლიპს ერთმანეთს უზიარებენ, მიტინგზეც სწორედ ეს სიმღერა ისმის.
რაც შეეხება თავად მომღერლის პოზიციას, მან განაცხადა, რომ მოქალაქეებთან ერთად დგას და "ევრომაიდნის" დარბევა სასტიკად დაგმო.