კიევის პატრიარქმა "ევრომაიდანს" მხარი დაუჭირა

Image

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მხარი დაუჭირა მიხაილოვსკის მოედანზე შეკრებილ "ევრომაიდანს" და მათ ტაძრის მიმდებარედ ბანაკის მოწყობის კურთხევა მისცა.

 

ამასთან, კიევის პატრიარქმა მომიტინგეები მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც გააფრთხილა. ამ დროისთვის "ევრომაიდანზე" ღამისთევით დარჩენილ ხალხთან ერთად მოქალაქეთა ნაკადი მატულობს. ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდანაც. მიტინგზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია:

 

დავით ჟვანია, უკრაინის რადას დეპუტატი, რომელიც სახელისუფლო ფრაქცია "რეგიონების" წევრი იყო, ფრაქციიდან გავიდა; კანადაში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა ნატალია გოლუბმა პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა; გადადგა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; უკრაინული ძალოვანი სტრუქტურების ვეტერან-ოფიცრებმა "ევრომაიდნის" დარბევა შეაფასეს, როგორ ც"უკრაინელი ხალხის ღალატი".

 

გრანდიოზული მიტინგი, რომელსაც, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, კიევის ბლოკირება და მთავრობის, მათ შორის, პრეზიდენტის გადადგომაც უნდა მოჰყვეს, კიევის დროით 12:00 (თბილისის დროით 14:00) საათზეა დაანონსებული.

 

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !