-
2013-11-30 19:25
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პარტიის მიმართულებებსა და ამ მიმართულებებზე საკუთარ კანდიდატურებს ასახელებს.
ამასთან, პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შიდაპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდება პარტიის ახალი მმართველი შემადგენლობა:
ვანო მერაბიშვილმა პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე მიხეილ მაჭავარიანისა და აკაკი ბობოხიძის, რეგიონული მდივნის თანამდებობაზე – დავით კირკიტაძისა და ნუგზარ წიკლაურის, ადმინისტრაციული მდივნის თანამდებობაზე – ხათუნა გოგორიშვილის, მედია–მდივნის თანამდებობაზე – ირმა ნადირაშვილის, პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე – ზურაბ ჯაფარიძის, საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობაზე – გიგა ბოკერიას, საორგანიზაციო მდივნის თანამდებაზე – გიორგი ვაშაძის, ხოლო სამოქალაქო საზგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე – ნინო კალანდაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურები წარადგინა.