
ცნობილი იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი "ვანოს შოუში" "სამგლოვიარო" სამკერდე ნიშნით წარსდგა, რომელზეც ზვიგენი იყო გამოსახული.
ვანო ჯავახიშვილმა მონოლოგი შემდეგი ფრაზით დაიწყო: „საქართველოს ცაზე კიდევ ერთი მეხი გავარდა, მოულოდნელად გარდაიცვალა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ზვიგენი, რას იფიქრებდა ეს საცოდავი ზვიგენი, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ვერ მოესწრებოდა“ .