-
2013-11-28 14:04
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ ოქტომბრის ბოლოს $4.205 მლრდ შეადგინა და ვალი 1 თვეში $72 მლნ-ით არის გაზრდილი.
სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $4.133 მლრდ იყო. ვალის ზრდა მოხდა მთავრობის საგარეო დავალიანებების ზრდის ხარჯზე, ხოლო მისი ზრდის შენელება, ეროვნული ბანკის დავალიანების შემცირებამ განაპირობა.
მთავრობის საგარეო ვალი ოქტომბერში, სექტემბრის $3.981 მლრდ-დან $4.057 მლრდ-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის საგარეო ვალი კი სექტემბრის ბოლოს $151.874 მლნ იყო და ოქტომბრის ბოლოსთვის $147.959 მლნ-მდე შემცირდა.
(BPI)