-
2013-11-27 14:39
თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი, ედუარდ შევარდნაძესტან დაახლოებული პირი ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლეკიშვილმა განმარტა, იგი თბილისის მერობას არ აპირებს: “მე რა პოზიციაზე ვიქნები, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვეცდები, ისეთ პოზიციაზე დავიკავო ადგილი, რომლითაც რაღაც პროცესებზე გავლენის მოხდენა შემეძლება.
შეიძლება, ეს იყოს საკრებულოს წევრობა, თუ ვიღაცას მოვეწონები, – ეს იქნება პარტიული სიით, თუ არადა დამოუკიდებელ მაჟორიტარად“, – განაცხადა ლეკიშვილმა.
მისივე განცხადებით, შეთავაზების შემთხვევაში “ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არა“.