-
2013-11-27 14:36
ადამიანთა გატაცება ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების აფხაზეთის მონაკვეთზეც განახლდა - გალის რაიონიდან ორი ადამიანია აყვანილი.
გალის რაიონის სოფლებიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ოკუპანტებმა დაბალი ზონის სოფლებიდან ლიანა ლეჟავა და გოგიტა ძანძავა აიყვანეს მძევლად.
სოფელ სიდის მკვიდრ ლიანა ლეჟავას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის სოფელ ხუმუშქურიდან სიდის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გამტაცებლები ლეჟავას ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით, 50 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ გატაცებულს, ის ზემო ბარღების მკვიდრი გოგიტა ძანძავაა. იგი შეიარაღებულმა პირებმა საკუთარი სოფლიდან წაიყვანეს. გამტაცებლები გათავისუფლების სანაცვლოდ 700 000 რუსულ რუბლს ითხოვენ.