
კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას არ ემხრობა.
ამის შესახებ დეპუტატმა და მსახიობმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემაში „პოლიტმეტრი“ განაცხადა:
"არ შეიძლება უკეთესი კანდიდატი დასახელდეს? ვინმე ალტერნატიულ კანდიდატურაში მიუღებელი არაფერიაა, ეს ჩემი პოზიციაა, ჩემი და ჩემი სამეგობროს ფიქრია, რომელიც, ვფიქრობ რომ საერთო საქმეს ხელს არ შეუშლის.
ქვეყანას, ქალაქს ვინც სიკეთეს გაუკეთებს, ყველას მხარეს ვიქნები, მაგრამ არ შეიძლება, განსხვავებული აზრი მქონდეს? - რა თქმა უნდა შეიძლება.", - განაცხადა პაპუაშვილმა.