.jpg)
რუსი ოკუპანტები სოფელ დვანშიც გამოჩნდნენ და, ადგილობრივთა ინფორმაციით, სოფელში ე.წ. სასაზღვრო აბრების დამონტაჟება დაიწყეს.
გუშინ ოკუპანტებმა აბრები ქარელის რაიონის სოფლებშიც დაამონტაჟეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და სიტუაციის მონიტორინგს აწარმოებენ.
მათივე თქმით, ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ ხდება და აბრები მოსახლეობის კუთვნილ მიწაზე, მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით მონტაჟდება.