-
2013-11-26 21:27
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომი მისი ოფიციალური გვერდები გააუქმა. „ფეისბუქიდან“ გაქრა ასევე ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი.
ხელმისაწვდომი რჩება ბიძინა ივანიშვილის გვერდი ვიდეოპორტალ „იუთუბზე“, სადაც ბოლო ვიდეო სახელწოდებით „პარტიის ყრილობა“ ორი დღის წინ აიტვირთა, თუმცა, გვერდზე მითითებულ ვებ-მისამართზე ivanishvilibidzina.com წვდომა არ არის.
მიუწვდომელია bidzinaivanishvili.ge, ასევე გაუქმებულია ივანიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქში - Bidzina Ivanishvili Official, რომელიც 315 ათასზე მეტ ინტერნეტმომხმარებელს ჰქონდა მოწონებული.
როგორც პრესსამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნული გვერდები დროებით გააუქმა.