
ჟან კლოდ ვან დამის ცნობილი ილეთი, რომლითაც მან ავტომანქანა "ვოლვოს" გაუწია რეკლამირება, სახალისო ვიდეოკლიპში ვიქტორ იანუკოვიჩს გაამეორებინეს.
აღწერაში ნათქვამია, რომ ამ ილეთით იანუკოვიჩი არჩევანს აკეთებს ევროკავშირსა და რუსეთს, ანუ საბაჟო კავშირს შორის. კლიპი ევროპული კურსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. "ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი. შენ?", - ისმის კლიპში ხმა და შესაბამისი წარწერაც ჩნდება.