WP: სააკაშვილის ნებაყოფლობითი ემიგრაცია იმის გარანტიაა, რომ ის ტიმოშენკოს ბედს არ გაიზიარებს

Image

საქართველოს დასავლური კურსი - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი.

ჟურნალისტი ჯექსონ დიელი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში მიღწეულ პროგრესზე და მის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობს.

 

ავტორის თქმით, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე სომხეთის თანხმობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე. ‘‘მხოლოდ მოლდოვა და სააკაშვილის საქართველო ისწრაფვის ევროპასთან დაახლოებისკენ და დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის დანერგვისკენ" - აღნიშნულია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი ვაშინგტონში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც გაესაუბრა. ჯექსონ დიელი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სააკაშვილის ქვეყანაში არყოფნაზეა დამოკიდებული, რათა ახალმა ხელისუფლებამ ის არ გაასამართლოს. მისი თქმით, სააკაშვილის ნებაყოფლობითი ემიგრაცია იმის გარანტია, რომ ის უკრაინის პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს ბედს არ გაიზიარებს, რომლის დაპატიმრებამაც უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობაში არსებითი როლი ითამაშა.

 

"პრობლემა ისაა, რომ მე თუ დამაპატიმრეს, საქართველოს ევროინტეგრაციას წერტილი დაესმევა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Washington Post-თან ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ლიბერალური დემოკრატია მკვდარი პოსტსაბჭოთა სივრცეში და შეძლებს თუ არა პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ევრაზიული კავშირის მეშვეობით, სააკაშვილმა მკვეთრი პასუხი გასცა:

 

"არავითარ შემთხვევაში. როდესაც რადიკალური რეფორმების გატარებას იწყებ, იცი რომ ამაში ვიღაც ხელს შეგიშლის. ეს უწყვეტი ციკლია. მაგრამ არ მგონია რომ მათ ჩვენი უკან დაბრუნება შეძლონ. რეგიონი დასავლეთისკენ მიემართება, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ქვეყნის სათავეში. პუტინის რბილი ძალა კორუფციაშია. თუ ევროკავშირთან შეერთება გსურს, მაშინ მთელი რიგი მტკივნეული რეფორმები უნდა გაატარო. ევრაზიულ კავშირში გასაერთიანებლად კი საჭიროა სუსტი, კორუფციული და პუტინის მიერ მარტივად მანიპულირებადი სახელმწიფო იყო. საჭიროა გაასამართლო შენი ოპოზიცია და ამისთვის შეგაქებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა რუსეთის მიერ რეგიონში გავლენის გაძლიერებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესუსტებული ინტერესითაა გამოწვეული. "ეს რუსეთის სიძლიერით კი არა, არამედ ეს ამერიკის მთავრობის სისუსტითა და უყურადღებობითაა განპირობებული. რუსეთში ხედავენ, რომ რეგიონში მათი ნებისმიერი ქმედება ამერიკელების მხრიდან უპასუხოდ დარჩება", - თქვა სააკაშვილმა.

 

სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც იხსენებს, რომელშიც ექსპრემიერი ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრობს. მისი თქმით, ამის ალბათობა მცირეა ქართველი ხალხის უდიდესი სურვილის გამო, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები და ასევე იმ ინსტიტუტების გამო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა.

 

ჯექსონ დიელი ამბობს, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცნობილი იყო პოლიტიკური ოპონენტების დაშინებით და რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების მთავარი მიზეზიც ციხეში ძალადობის ფაქტების გამოაშკარავება გახდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ უფრო მეტი ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით ახსნა. მისი თქმით, დემოკრატიულად განწყობილი ლიდერები ხშირად ცდილობენ უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებას, რათა გაუადვილდეთ მათ მიერ არჩეული პოლიტიკის გატარება, რაც შეცდომაა და ისინი ამას მალევე ხვდებიან. სააკაშვილმა ამ კონტექსტში თავისი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებაც განიხილა და განაცხადა, რომ შემდეგში ისინი უფრო მეტად შეეცდებიან ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი დემოკრატიული დისკუსიებისა და მაღალი დონის დემოკრატიის არსებობას შეუწყონ ხელი.

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მისი ამერიკაში ვიზიტის მიზეზებიც შეაფასა. "მე გაახალგაზრდავებული ვარ. ყველაფერს ახლიდან ვიწყებ. არ დავღლილვარ და არც მჭირდება დასვენება. მაგრამ ჩემ ხალხს სჭირდება ჩემგან დასვენება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მიმოხილვა გამოქვეყნდა "ტაბულაში".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !