
საქართველო–სომხეთის საზღვართან ახლოს მომხდარი კრიმინალური გარჩევის დროს, წინასწარი ინფორმაციით, "ავტოგაზის" წილის მფლობელი მერაბ კალანდაძე დაცხრილეს.
მასალა განახლებულია 07:44 სთ–ზე.
როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" გახდა ცნობილი, მერაბ კალანდაძე და მასთან ერთად მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. წყაროს ინფორმაციით, ორივე ე.წ. საკონტროლო გასროლით მოკლეს. ჯერჯერობით არ სახელდება მეორე მოკლულის ვინაობა, თუმცა, ცნობილია, რომ მერაბ კალანდაძესთან ერთად მესამე პირიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაიჭრა.
წინასწარი ინფორმაციით, გარჩევა პირად ანგარიშსწორებასთანაა დაკავშირებული და ორ კრიმინალურ ჯგუფს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას მოჰყვა.
შსს–ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.