
"ვანო მერაბიშბვილისა და ჩემს სასამართლო პროცესზე მოწმეები ჩვენს საწინააღმდეგოს არაფერს ამბობენ, პროცესი აბსურდის თეატრს დაემსგავსა", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, უკვე დროა, პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს გაგრძელება ამ ფორმით, მხოლოდ მის იმიჯს ავნებს და ეს "აბსურდის ტეატრი" უნდა შეწყვიტოს.
ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხდა. ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილი.
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ისევ ბრალდების მოქწმეები დაიკითხებიან. დაესწრება თუ არა პროცესს ყოფილი პრემიერი, ჯერჯერობით უცნობია:
,,მივადექით იმ ეტაპს, როდესაც უკვე ბრალდების მიერ, მოყვანილი მოწმეების ჩვენებები, ახალს არაფერს არ იძლევა. არც ერთ მოწმეს ჩვენება კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის ან ჩემს წინააღმდეგ არ მიუცია.
3969 მოწმის ამ რეჟიმით ტარება, პრაქტიკულად, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უახლოეს სხდომებზე პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეწყვეტოს ეს აბსურდის თეატრი“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვთ წაყენებული, მათ ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო თანხის მითვისებას, გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება.