მიხეილ სააკაშვილი: ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია და საიდუმლოებს ვერ ვინახავ

Image

მე უუნაგირო ცხენი ვარ, ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არცერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ Haqqin.az-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა:

"მე არ ვარ ის ადამიანი, ვისი კონტროლიც შესაძლებელია. ცხოვრებაში არასდროს მყოლია უფროსი. ვიყავი დამოუკიდებელი იურისტი ამერიკაში, შემდეგ – დეპუტატი. დიახ, რაღაც დროის განმავლობაში გახლდით მინისტრი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი. შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი.

 

საბოლოოდ, ქართულ ოპოზიციას ჩავუდექი სათავეში და საქართველოს პრეზიდენტად ამირჩიეს. ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი გამოძახება და რაიმე დავალებების მოცემა. არ ვიცი, ეს როგორი სანახავი იქნებოდა. მე, როგორც იტყვიან, უუნაგირო ცხენი ვარ. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა. ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია. საიდუმლოს ვერ ვინახავ და არც მიყვარს საიდუმლოებები."

 

 

სააკაშვილმა პოსტსაბჭოთა რეგიონში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს როლზე ისაუბრა და განაცხადა:


"ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ძლიერ შეასუსტა თავისი პოზიციები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რეგიონში. ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ აქ არაფერი დარჩათ – არც სერიოზული ანალიტიკა, არც სადაზვერვო ქსელი. ამერიკულ დაზვერვას საერთოდ დაავიწყდა ჩვენი რეგიონი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ პრიორიტეტები შეეცვალათ. მთელი თავისი რესურსი ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. საუკეთესო ძალები ისლამურ სახელმწიფოებში ტერორიზმთან ბროლისთვის გადაისროლეს. შედეგად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამერიკული დაზვერვისთვის სრული მოულოდნელობა იყო.

 

ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აქტიურად მუშაობს ჩვენს რეგიონში და რაღაც სცენარებს ამზადებს, სრული აბსურდია. რომც მოინდომონ, ამერიკული სპეცსამსახურების ახლანდელი მდგომარეობისა და პრიორიტეტების პირობებში, ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამიტომ კრემლში ან უნდათ ეს დაიჯერონ, ან უბრალოდ ამ გზით ამართლებენ თავიანთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რუსული გავლენის ზონის გაფართოებისკენ", -აღნიშნა მან.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრემლში, სადაც აქტიურად საუბრობენ აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობაზე რეგიონში, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხალხი თვითონ წყვეტს თავის ბედს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !