ქუთაისში ჩატარებულმა "მის ქუთაისი-2013" კონკურსმა ბიძინა და ბერა ივანიშვილების ხმების ჩანაწერების, "ქართული ოცნების" მაისურებისა და დროშების ფონზე ჩაიარა.
სილამაზის კონკურსის მონაწილეების ამ სახით გამოჩენამ სცენაზე, მაყურებელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.