
რუსეთის პირველი დივიზიონის მატჩში, "სახალინსა" და "სკა ენერგიას" შორის თამაშის მიმდინარეობისას სერიოზული დაპირისპირება მოხდა სტუმართა ნახევარმცველ გოგიტა გოგუასა და გუნდის თავკაც ვალდას ივანაუსკასს შორის.
მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლიტველმა სპეციალისტმა, რომელიც "სკა ენერგიამდე" გორის "დილას" წვრთნიდა, განაცხადა, რომ ასეთ გამოხდომებს ის არ პატიობს. "სკა ენერგიას" ქართველ ლიდერს ბოდიშის მოხდა მოუწევს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მას კლუბის დატოვება ელის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გოგიტა გოგუას მწვრთნელებთან პრობლემები ექმნება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამის გამო ამჟამად გოგუა ვერ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, სადაც თემურ ქეცბაიასთან სერიოზული უთანხმოება აქვს.